“ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ შინაარსის მესიჯების გაგზავნის სერვისი კომპანია “ბილაინს” გასულ კვირას დაუკვეთა.
“ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკურმა პარტიამ მესიჯების დაგზავნის სერვისი იყიდა. მანამდე ამ სერვისით მხოლოდ კერძო კომპანიები სარგებლობდნენ და ახალი აქციების ან მომსახურეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
“ჩვენ ოფიცილურად ვყიდით ამ მომსახურებას. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და იყიდოს. დამკვეთს აბონენტების სრულ ბაზას გადავცემთ, ვავრცელებინებთ ესემეს შეტყობინებებს. სერვისს სტანდარტული ფასი არ აქვს. ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი აბონენტი მიიღებს ამ შეტყობინებას. “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, ბილაინის აბონენტების მთლიან ბაზაზე დაიგზავნება ესემესები და ეს კამპანია სავარაუდოდ არჩევნებამდე დასრულდება,” – ამბობს თეონა ბაღდავაძე.
რა თანხა გადაიხადა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბილაინის ამ სერვისში, კომპანიაში არ ასახელებენ. მესიჯების სერვისი “ბილაინისთვის” სხვა პოლიტიკურ პარტიას არ დაუკვეთია.