სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს მერაბ ოქრიაშვილი, რომლმაც კუთვნილი “ტოიოტა პიკაპი” “ქართული ოცნების” წევრის, გიორგი დავითაშვილის ავტომობილს განზრახ დააჯახა. შემთხვევა დღეს, 17 სექტემბერს, დმანისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მოხდა.
შსს–ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
“ქრთული ოცნების” განცხადებით, მერაბ ოქრიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და ამჟამინდელი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ნათესავია. აღნიშნული ინიდენტი სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა.