ახალი ამბები

‘ოცნება’ ცესკოს სპეც–უბნებთან დაკავშირებით მიმართავს

17 სექტემბერი, 2012 •
‘ოცნება’ ცესკოს სპეც–უბნებთან დაკავშირებით მიმართავს

მისი თქმით, მესტიის რაიონში იხსნება სპეც–უბანი არმიისთვის. თუმცა რეალურად არანაირი საარმიო დანაყოფი იქ არ იმყოფება.

“ასევე, ყაზბეგის რაიონში ხსნიან სპეცუბანს მესაზღვრეებისთვის. შეგახსენებთ, ამ რიონებში იმდენად მცირერიცხოვანი ამომრჩეველია, რომ რამდენიმე ათეულმა ამომრჩეველმა შეიძლება გადაწყვიტოს მაჟორიტრული არჩევნების ბედი. რა თქმა უნდა, ჯარისკაცებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მათ არ უნდა გადაწყვიტონ მაჟორიტარების ბედი. საფრთხე, რომ ცესკო ჯარისკაცებსაც მისცემს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარების არჩევნებში, არსებობს. ამიტომ წინასწარ ვაფრთხილებთ ცესკოს თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი