ახალი ამბები

ტუსკი: ევროკავშირის შიდა პრობლემაა, რომ სწრაფად შევთანხმდეთ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე

1 დეკემბერი, 2016 • 2333
ტუსკი: ევროკავშირის შიდა პრობლემაა, რომ სწრაფად შევთანხმდეთ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა.

“დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე, რაც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე შემუშავებული ყველა შეთანხმებისთვის. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას”, – განაცხადა ტუსკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი