ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

SOCAR-Georgia მზადაა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციები იყიდოს

1 დეკემბერი, 2016 • 2295
SOCAR-Georgia მზადაა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციები იყიდოს

“თუ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%-ს ოფიციალური წესით გასაყიდად გამოიტანენ, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის განხილვა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა apa.az-თან სააქციო საზოგადოება SOCAR-Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მახირ მამედოვმა განაცხადა.

მამედოვი ამბობს, რომ “კორპორაციის საქმიანობა მოიცავს როგორც საქართველოს ყველა რესურსს, ასევე გაზსადენებს. ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირი საუბრებია. ოფიციალური ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული”

2016 წლის 27 ნოემბერს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გასხვისებას აპირებს.

“ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას და როგორც კი იქნება საშუალება, პრინციპში, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%–ის ბირჟაზე ლისტინგის, ანუ განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი