ახალი ამბები

პრეზიდენტმა ჯვარი გააჩუქა

16 სექტემბერი, 2012 •
პრეზიდენტმა ჯვარი გააჩუქა

ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე, მიხეილს სააკაშვილმა საკუთარი ჯვარი, 6 წლის გიორგი სვანაძეს საკუთარი ჯვარი  აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის “Facebook”-ის გვერდი ავრცელებს.

 

“ბაგრატის ტაძრის კურთხევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს წირვაზე მყოფი 6 წლის გიორგი სვანიძე გამოელაპარაკა. პრეზიდენტთან საუბრისას პატარა გიორგიმ ისიც აღნიშნა, რომ დღეს მისი დაბადების დღეა. მიხეილ სააკაშვილმა მას დაბადების დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად, საკუთარი ჯვარი აჩუქა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ, დღეს ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონია გაიმართა, რომელსაც პატრიარქის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბაგრატის ტაძარში კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ მისულა, თუმცა კურთხევის ცერემონიას კოალიციის სხვა წევრები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი