ახალი ამბები

რატომ არ იყო ივანიშვილი ბაგრატის გახსნაზე

16 სექტემბერი, 2012 •
რატომ არ იყო ივანიშვილი ბაგრატის გახსნაზე

“მე ტელეხიდში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ეს ტელეხიდი დიდი ხნის წინ იყო დანიშნული,”- განაცხადა მან. 

 

“უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოვინახულებ. ჩვენ 500 ტაძარი აღვადგინეთ და ყველა მათგანი მოგვიანებით, გახსნის შემდეგ მოვინახულე. ეს ნორმალურია…

 

“სააკაშვილი ცდილობს მიიწეროს თითქოს მისი გაკეთებულია. ეს ქართველი ხალხსი გაკეთებულია, მე პირადად ძალიან დიდი წვლილი მაქვს ამ ტაძრის აღდგენის პროცესის ფორმირებაში. რაც შეეხება ჩვენი ძეგლების აღდგენას, არ მინდა დავაკნინო დღევანდელი დღე, მინდა მივულოცო საქართველოს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხერხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს გახდა პოლიტიკური საკითხი. სააკაშვილს ყველაზე ნაკლები წვლილი აქვს მისი აღდგენის პროცესში,”-განაცხადა ივანიშვილმა ტელეეთერში.

 

იავნიშვილი მონაწილეობს “მეცხრე არხის” გადაცემაში – “ხაზზეა საქართველო”, რომელიც 13:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბაგრატის ტაძრის გახსნასთან დაკაშვირებით საზეიმო წირვა-ლოცვა დილას 9 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი