ახალი ამბები

თომას დე ვაალი: ვეჭვობ, რომ საქართველომ შეძლოს გახდეს ნატოს წევრი

14 სექტემბერი, 2012 •
თომას დე ვაალი: ვეჭვობ, რომ საქართველომ შეძლოს გახდეს ნატოს წევრი

მას არ განუმარტავს, კონკრეტულად რომელი ქვეყანა იგულისხმა და არის თუ არა ეს ქვეყანა რუსეთი, რომელიც ნატოს წევრი არ არის.  

 

თომას დე ვაალი პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ  მიხეილ სააკაშვილი არ გახდება ქვეყნის პრემიერი. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას, დე ვაალის აზრით, ეს იმ ტენდეციის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა ძალოვანებზე.  

 

შეესაბამება თუ არა წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში დემოკრატიის სტანდარტებს? ამ კითხვის პასუხად თომას დე ვალი ამბობს, რომ არ არის  დემოკრატიული, როცა საარჩევნოდ ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

 

მისი აზრით, მნიშვნელოვანია მედიის პრობლემა, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ თომას დე ვაალი ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ  „ბევრი რამ არის დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისი, რაც ქართულ ოპოზიციას აძლევს საშუალებას იბრძოლოს პირველი ოქტომბრისთვის და არ განეწყოს 2 ოქტომბრისთვის“.

 

თომას დე ვაალმა ლექციის ნაწილი საქართველოს  ეკონომიკური პოლიტიკის მომავალ მიმართულებას დაუთმო. 

„წარმოვიდგინოთ სამკუთხედი, რომლის ერთი კუთხეა საქართველო, მეორე კუთხეს პრობითად დავარქვათ  სინგაპურიზაცია და მესამეა ევროკავშირი“. 

 

იგი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა აიღოს ეკონომიკური და პოლიტიკური კურსი ევროკავშირისკენ. 

 

„დღეს მისი პოლიტიკური  სწრაფვა  ევროსტრუქტურებისკენ უფრო დეკორაციულია, ვიდრე – რეალური.“

 

ასევე, მან აქცენტი გააკეთა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების აუცილებლობაზე. დე ვაალის განმარტებით, ამერიკა საქართველოს მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორია  და მისი ადგილი ამ საკუთხედში არ არის:

 

„ამერიკული ინვესტიცია აქ მხოლოდ გრანტებშია გამოსახული, მაგრამ  რა თქმა უნდა ეს ფული ამ ეტაპზე ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს“.  

 

თომას დე ვაალი ლაზიკის თემასაც და შეეხო განაცხადა, რომ მას „არ ესმის ლაზიკის მნიშვნელობა იმ ფონზე, როცა საქართველოში ცარიელდება სოფლები.“ 

 

თომას დე ვაალის აზრით, საქართველომ უნდა აიღოს თურქეთის განვითარების ეკონომიკური მოდელი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში გამოიხატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი