ახალი ამბები

შსს: ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

29 ნოემბერი, 2016 • 2223
შსს: ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ესპანეთში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად ქართული ორგნიზებული დაჯგუფების წევრები დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სპეცოპერაციაში, რომელიც მადრიდსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ჩატარდა, ესპანეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეც მონაწილეობდა. დაკავებულებს ბრალი ბინის ქურდობაში ედებათ. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან.

შსს-ს ცნობით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი