ახალი ამბები

ხელისუფლება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 14 მლნ ევროს ისესხებს

29 ნოემბერი, 2016 • 1402
ხელისუფლება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 14 მლნ ევროს ისესხებს

“თბილისის საჯარო სკოლების რებილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის” პროექტის ფარგლებში საქართველო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისაგან 14 მილიონ ევროს ისესხებს. პროექტს დღეს, 29 ნოემბერს, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

“თბილისის საჯარო სკოლების რებილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის” პროექტის მთლიანი ღირებულება 22 მილიონი ევროა. საიდანაც 14 მილიონი სესხია,  6 მილიონი გრანტის სახით აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან გამოიყოფა, ხოლო ქართული მხრიდან გათვალისწინებულია   2 მილიონი ევროს ღირებულების თანამონაწილეობა არაფულადი ფორმით.

პროექტის მთავრი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო. ასევე,  მიღწეულ იქნას ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. პროექტს განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი