ტელეკომპანია “მაესტრო” მზადაა, მიიღოს უწყებათაშორისი კომისიის შეთავაზება დაყადაღებული ანტენების მოსახლეობისთვის დარიგებასთან დაკაშვირებით, თუმცა, არხს მანამდე აქვს კითხვები, რომელზეც პასუხს ელოდება.
“ჩვენ ერთადერთი, რაც ვქენით, გამოვხატეთ მზაობა ამ თემაზე საუბრის დაწყებისა. ვუთხარით, რომ ვართ მზად, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხზე ველოდებით მათგან პასუხს, ასევე, ველოდებით შეხვედრის ფორმატის დასახელებასა და შეხვედრის ადგილს.
ჩვენ გვაინტერესებს რა რაოდენობის ანტენები დაყენდება, რა ვადებში, რატომ შეარჩევს საქარველოს ფოსტა სეგმენტს, რა რეგიონში დაყენდება და რა პირობით. ჩვენ ამ “რესივერებს” რომ ვაყენებდით, ეს არ იყო საჩუქარი, ეს იყო ჩვენი ბიზნეს–გეგმა, გვინდოდა განვადებით გაგვეყიდა. შესაბამისად, გვაინტერესებს, ვინ ამოიღებს ამ თანხებს და ა.შ.” – განუცხადა “ნეტგაზეთს” “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ.
უწყებათაშორისმა კომისიამ ტელეკომპანია “მაესტროს” გარკვეული პირობებით მოსახლეობისთვის იმ 30 ათასი სატელიტური ანტენის დარიგება შესთავაზა, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ რამდენიმე თვის წინ დააყადაღა.