საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი 2012 წლის 21 მაისს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით მოსკოვში.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის მეთაურს, ასლან აბაშიძეს შორის ურთიერთობის დაძაბვის შედეგად რომან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის ასლან აბაშიძეს ექვემდებარებოდა და არა – საქართველოს პრეზიდენტს, რის შედეგადც ის დაკავებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზე 2004 წლის მაისში წაყენებეული ბრალდების შედეგად დუმბაძეს საქართველოში სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით, რომან დუმბაძე საქართველოს მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნა პატიმრობიდან და იგი რუსეთში გაემგზავრა.
2010 წელს დუმბაძეს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
დუმბაძის მკვლელობის შემსრულებლად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოვლინდა საქართველოს მოქალაქე, 52 წლის გოჩა კვირიკაშვილი. გამოძიების ცნობით, მან ეს დანაშაული 200 ათასი დოლარის სანაცვლოდ ჩაიდინა.
“აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თავისი ბრალეულობა კვირიკაშვილმა სრულად აღიარა, მოინანია და მისცა დეტალური ჩვენება აღნიშნულ დანაშაულში მისი როლის, ასევე, სხვა თანამზრახველების როლის შესახებ,” – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო უწყებაში