საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ–მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მე–80 მუხლის მე–8 პუნქტს, რომლის მიხედვით:

“მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება”.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გუშინ, 26 ნოემბერს გამოუცხადა პლენარულ სესიაზე. მთავრობის ახალ შემადგენლობას ხმა არ მისცა საპარლამენტო ოპოზიციამ – ენმ–მ და “პატრიოტთა ალიანსმა”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *