ახალი ამბები

ინაშვილი: პარლამენტის დღევანდელმა სხდომამ კომკავშირის ყრილობები გამახსენა

26 ნოემბერი, 2016 • 1405
ინაშვილი: პარლამენტის დღევანდელმა სხდომამ კომკავშირის ყრილობები გამახსენა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელმა სხდომამ კომკავშირის ყრილობები გაახსენა.

ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მუშაობდეს დემოკრატიულად და ყველას უნდა ჰქონდეს აზრის დაფიქსირების საშუალება:

“მთელი დღეა ვისმენთ, რა კარგები არიან ოცნების კანდიდატები, კომიტეტების თავმჯდომარეები აქებენ ერთმანეთს, გეგმებს უწონებენ. აი, რატომ არის ცუდი საკონსტიტუციო უმრავლესობა და რატომ არის კარგი, რომ ბევრი პარტია იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. დღევანდელმა შეხვედრამ კომკავშირის ყრილობები გამახსენა, რომელსაც მოვესწარი. ჩვენ არ გვჭიდება ისეთი პარლამენტი, სადაც ერთი ხმა ისმის და ისიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა ამ ქვეყანაში. ”

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა 25 ნოემბერს თქვა, რო პატრიოტთა ალიანსი მხარს არ უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში.

“ეს არის ტყუილი და ცილისწამება. მისგან მოვითხოვე, რომ წარმოადგინოს ერთი ციტატა მაინც, სადაც მე, ან დავით თარხან-მოურავი ვამბობთ, რომ ჩვენი გეზი არ უნდა იყოს დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრაცია,” – აღნიშნავს ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებმა პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზი, სადაც თავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ დატოვეს. მათი თქმით, ისინი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი