ახალი ამბები

სატრანსპორტო შეზღუდვები საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით

11 სექტემბერი, 2012 •
სატრანსპორტო შეზღუდვები საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით

საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, დღეს, 11 სექტემბერს თბილისში გარკვეული სატრასპორტო შეზღუდვები დაწესდება, ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

“საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა თამაშის დასრულებამდე შეიზღუდება, დროებით აიკრძალება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება. საღამოს 19:00 საათიდან მეტრო “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, ასევე ცაბაძის, დიდუბისა და ყიფიანის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივად შეწყდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიცვლება ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსები მოძრაობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ამომწურავი ინფორმაცია ალტერნატიული მარშრუტების შესახებ,  მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22 მიიღოს. ასევე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს თბილისის მეტროპოლიტენი. კერძოდ, დაემატება შემადგენლობები და ერთი საათით გახანგრძლივდება სამუშაო დრო,”- ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი