ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘აშშ-ს დელეგაციას დავეხმარეთ და დამატებით ფაქტები მივაწოდეთ’

10 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი: ‘აშშ-ს დელეგაციას დავეხმარეთ და დამატებით ფაქტები მივაწოდეთ’

“ქართულ ოცნებაში” ამერიკის უწყებათშორისი დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გაცხადება გააკეთა:

 

“ისინი იყვნენ წარმოგზავნილები პრეზიდენტ ობამასა და ჰილარი კლინტონისაგან. ძალიან შთამბეჭდავი და სერიოზული შემადგენლობა იყო. თვითონ ფაქტი რომ ასეთი შეხვედრა შედგა და ასეთი დელეგაცია ჩამოვიდა საქრთველოში, დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ  იმას თუ როგორ ყურადღებას აქცევს აშშ, პირადად პრეზიდენტი და ქალბატონი კლინტონი იმას, რომ საქართველოში მოხერხდეს და ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ მათ დავეხმარეთ და დამატებით ფაქტები მივაწოდეთ და იმაზე შევთხმდით, რომ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ დემოკტრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

 

ასეთივე პოზიცია აქვთ მათაც. ისინი ჩამოვიდნენ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის, მხარდასაჭერად. მათ აქვთ დიდი ინტერესი, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. დიდ იმედს ვიტოვებთ რომ ისინი დაგვეხმარებიან,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი