ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენ რეალურად გამოვიყვანთ მილიონზე მეტ ადამიანს

10 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი: ჩვენ რეალურად გამოვიყვანთ მილიონზე მეტ ადამიანს

“ჩვენ რეალურად გამოვიყვანთ მილიონზე მეტ ადამიანს,” – განაცხადა ივანიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 8 სექტემბრის ყრილობების შეფასების დროს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ყრილობებზე 150 ათასი ადამიანი იყო გამოსული, ეს არის არჩევნებში მონაწილეების 7-8%, რომლებიც, ივანიშვილის თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მისცემს ხმას არჩევნებში.

 

8 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული ყრილობების შეჯამებისას ქვეყნის პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

 

“მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, რამ გამოიყვანა ამდენი რაოდენობის ხალხი ქუჩებში. სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან მილიონამდე ხალხიაო, ზოგან მეუბნებიან ასობით ათასიო. არასდროს ჩვენს ისტორიაში, არც ვარდების რევოლუციის დროს არ იყო ამდენი ხალხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი