ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, არჩევნების მეორე დღეს ყველაფერი გვიანი იქნება

9 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილის თქმით, არჩევნების მეორე დღეს ყველაფერი გვიანი იქნება

“არჩევნების დღე ის ერთადერთი დღეა, როდესაც ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელშია! სწორედ ამ დღეს წყდება ქვეყნის მომავალი, ეს გადამწყვეტი დღეა! და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი გვიან იქნება”, – განაცხადა “აღთული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თელავში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

“მათ კი,  ვინც ნაციონალურ მოძრაობას შემოხაზავს მაინც,  იცოდნენ, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, მათ არავინ გაუხსენებს ასეთ არჩევანს და ყოველი სიკეთით,   რასაც საქართველოს აღმშენებლობა მოიტანს, ისინიც ისევე ისარგებლებენ, როგორც ყველა დანარჩენი. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ხალხის დაყოფას ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგებად, ამას გპირდებით!

დაბოლოს, ვისაც გინდათ, რომ სამართალმა პური ჭამოს, რომ იცხოვროთ სამართლიან          სახელმწიფოში, რომელშიც უკლებლივ ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე,           მოდით  არჩევნებზე 1-ელ ოქტომბერს, ხმა მიეცით “ქართულ ოცნებას” და შემოხაზეთ 41!

არჩევნების დღე ის ერთადერთი დღეა, როდესაც ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელშია! სწორედ ამ დღეს წყდება ქვეყნის მომავალი, ეს გადამწყვეტი დღეა! და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი გვიან იქნება. ქვეყნის ბედს თქვენ წყვეტთ,  ქვეყნის ბედს  1-ელ ოქტომბერს  თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტთ! 1-ელ ოქტომბერს თქვენ სამშობლოს არჩევნებზე სჭირდებით!

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის! ჩვენი სამშობლოსთვის! ჩვენი საქართველოსთვის!

ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს! ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას! ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს! ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!

თავისუფალ საქართველოში თავისუფალი  ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით! ქართველები, ოსები,  აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქისტები, რუსები, ბერძნები და სხვები ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას! ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს,  ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

დღეს, 9 სექტემბერს, თელავში გამართულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივზე დიდხანს, დაახლოებით 1.5 საათი მიმართავდა ამომრჩეველს. მისი გამოსვლის სრული ტექსტის ნახვა კი შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი