“ქართული ოცნების“ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ხდება ბოლო ტექნიკური დეტალების დასრულება: „ თეალავში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ძალიან ლამაზი აქცია, რომელიც ჯგუფი „შინის“ და სხვა ჯგუფების სიმღეტების ფონზე ჩაივლის“ .
ირაკლი სესიაშვილს განცხადებით, თელავში სიმშვიდეა და აქციისათვის ხელის შემშლელი მიზეზები არ არსებობს: “8 სექტემბერს, როდესაც ნაცმოძრაობის აქცია ტარდებოდა, მთელი თელავი იყო გადაკეტილი. თბილისის მიმართულებითაც კი ვერ გახვიდოდი, უპრეცედნტო დაცვა იყო. დღე ხელისუფლება გვესაუბრება პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობაზე. თელავის ქუჩაში დღეს არ მინახავს პოლიციალი, რომელიც რაიმე ინციდენტის შემთხვევაში წესრიგს დაიცავს“.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” აქციას თელავში მხოლოდ კახეთის რეგიონის პარტიული აქტივი დაესწრება: “თუ ვიღაცას სურვილი გაუჩნდება, რომ თავისი ინიციატივით ჩამოვიდეს თბილისიდან, ან სხვა რაიონიდან, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ მსგავსი მოწოდებით არ გამოვდივართ“.
„ქართული ოცნების“ აქცია თელავში დღეს, 9 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება. 17 საათზე სცენაზე გამოსვლას ხალხური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლები დაიწყებენ. აქციაზე სიტყვით გამოვა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.








