ახალი ამბები

მელია: მთავრობის ამ შემადგენლობას თავადაც არ სწამს, რომ ხალხის სამსახურშია

25 ნოემბერი, 2016 • 1193
მელია: მთავრობის ამ შემადგენლობას თავადაც არ სწამს, რომ ხალხის სამსახურშია

ნიკა მელიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერეს. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი არ აქვს:

“ყველა მინისტრთან იქნება ძალიან აქტუალური და მწვავე კითხვა. განსაკუთრებით- ძალოვან და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან. ჩვენ დღეს ვიქნებით საზოგადოების ხმა პარლამენტის დარბაზში, ყველა იმ პრობლემას გავახმოვანებთ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.  მათ ძირითად საკითხებზე პასუხი არ აქვთ.  მთავრობის ამ შემადგენლობას  თავადაც კი არ აქვს რწმენა, რომ ხალხის სამსახურშია. შეუძლებელია მხარი დავუჭიროთ. ეს იმ მთავრობის წევრები არიან, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთან,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში ქუთაისში, პარლამენტში, “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია მთავრობის განახლებულ შამადგენლობას უსმენს.  განახლებულ შემადგენლობას დღეს, 25 ნოემბერს, უმრავლესობისა და უმცირესობის სხდომაზეც მოუსმენენ. ხოლო ნდობის გამოცხადების საკითხზე დეპუტატები ხვალ, 26 ნოემბერს, დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი