სააკაშვილის განცხადებით თელავი და აქ მიმდინარე რეაბილიტაცია არის მოდელი იმისა, თუ როგორი უნდა მიყოს მთელი საქართველო:

“ორი კვირის წინ ვიყავი აქ, შემდეგ ვეღარ მოვახერხე, რთველზე გადავერთე და რას წარმოვიდგენდი, რომ არა მარტო ყველა სახურავს გადავხურავდით და ყველა ქუჩას გავწმენდდით, ამასაც გავაგრძელებდით და დავამთავრებდით. თქვენ დღეს მაჩუქეთ ათი წლით მეტი სიცოცხლე აქ შეკრებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ თელავში კოალიცია “ქართული ოცნების” აქცია გაიმართება და ქალაქს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ეწვევა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *