ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ უნდათ ‘სეკონდ ჰენდი’ შემოგტენონ

8 სექტემბერი, 2012 •
სააკაშვილი: რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ უნდათ ‘სეკონდ ჰენდი’ შემოგტენონ

“1 ოქტომბერი არის იმ ძალების ბოლო გაბრძოლება, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება სურს. ამ ძალებს აქვთ სახელები და გვარები. ამ ძალებს ჰყავთ კონკრეტული მიმდევრები. აგერ აქ გამოგიგზავნეს ერთ–ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც თავის რაიონში, სამტრედიაში, ჩვენ რომ ვიყავით “ნაციონალურ მოძრაობაში”, მაშინ იყრიდა კენჭს. რა არ ვქენით, მაგრამ არ უნდოდა იმ ხალხს, არ მოსწონდათ და იქ ახლა ვერ აყრევინებენ კენჭს, იმიტომ რომ ყველამ იცის, რაც არის და რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ უნდათ “სეკონდ ჰენდი” შემოგტენონ თქვენ მაინცდამაინც, რომ მოირგოთ?! ასე რომ ჩვენ არაფერში არ გვჭირდება “სეკონდ ჰენდი”, – მიმართა პრეზიდენტმა რუსთავში შეკრებილებს.

 

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავშიც, ისე როგორც სხვა ქალაქებში, ყრილობაზე მისული ადამიანების რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება:

 

“მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, რამ გამოიყვანა ამდენი რაოდენობის ხალხი ქუჩებში. სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან მილიონამდე ხალხიაო, ზოგან მეუბნებიან ასობით ათასიო. არასდროს ჩვენს ისტორიაში, არც ვარდების რევოლუციის დროს არ იყო ამდენი ხალხი”.


შეგახსენებეთ, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობები ღია ცის ქვეში საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პირადად დაესწრო ყრილობებს ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და რუსთავში.


20:00 საათზე მმართველი ყრილობა თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი