ახალი ამბები

სააკაშვილი: ვინც არ უნდა შემოგვიგდონ ყველა ფალავანი დამარცხდება

8 სექტემბერი, 2012 •
სააკაშვილი: ვინც არ უნდა შემოგვიგდონ ყველა ფალავანი დამარცხდება

“ჩვენ უკან ვერავინ ვერ დაგვაბრუნებს, ჩვენ ვიაროთ მხოლოდ წინ, მხოლოდ თავისუფლებისკენ, აღმშენებლობისკენ, აშენდება ახალი სამეგრელო, აშენდება ლაზიკა, აშენდება მთლიანი საქართველო და ის მშენებლობა რომელიც ჩვენ დავიწყეთ ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და ახლა ლაზიკაში, აუცილებლად დაგვირგვინდება სოხუმში, როგორც კოლხეთის და საქართველოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მისი თქმით სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, რომელიც ვერავინ ვერ მოისყიდა:

 

“ბევრი ყოყმანი იყო წინა წლებში, ბევრ სხვადასხვა ადგილზე აფათურეს ხელი სხვადასხვა ძალებმა, და მინდა გითხრათ, ერთ–ერთ რეგიონი, სადაც ვერასოდეს ვერანაირმა უწმინდურმა ძალა ვერ შემოყო თავისი დინგი, ვერ აფათურა თავისი ბინძური ხელი, ვერ დააშინა ხალხი, ვერ მოისყიდა ვერავინ, ვერავის მოტყუება ვერ შეძლო და ვერავინ ვერ გაიყოლა, ეს ისტორიულად იყო სამეგრელო და მე ამით ვამაყობ. ჩვენ იმიტომ ვართ ასეთი გამოცდილები, ასეთი გამბედავები, ასეთი ჭკვიანები, ასეთი ნიჭიერები, რომ ჩვენი ბავშების მომავალს, აღარ გადავაბარებთ ხელში ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს, და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს, ბანდიტებს, საქართველოს გამყიდველებს, სხვა მაგათ არაფერი სახელი არ ქვიათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ზუგდიდში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი ბათუმში შეკრებილ ხალხს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი