მომღერლების გამოსვლის შემდეგ შეკრებილ მოსახლეობას ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა როლანდ ახალაიამ მიმართა:
“ყველას გთხოვთ პირველ ოქტომბერს ყველა მივიდეთ და ვუთხრათ ჩვენი სათქმელი აქ მომდგარ მტერს, ვუთხრათ, რომ საქართველო არ გაიყიდება”, – განაცხადა ახალაიამ.
ამ წუთებში ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა.
ხალხს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა მიმართა:
“თქვენ იცით, რა ახლოს მიმაქვს თქვენი გაჭირვება და საჩივარი, ვიცი რომ ამ მომღიმარი სახეების უკან უამრავი პრობლემა დგას და ამიტომაც ვმუშაობთ, ვმუშაობთ ჩვენს გუნდთან ერთად, მიშას გუნდთან ერთად და მე დარწმუნებული ვარ თქვენ ხედავთ როგორი ნაბიჯებია წინ გადადგმული და როგორი მონდომებული ხალხია ამ გუნდში”, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ, მან მოსახლეობას მეგრულ ენაზეც მიმართა.