“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაცია, კარგად დაინახეს, მაგრამ კარგადაც იცოდნენ, მე მგონი, ქვეყანაში არსებული რეალობა. ისიც ვუთხარი ბატონ მაკკეინს, რომ ბოლო ქონება, რაც კი მქონდა რუსეთში, გუშინ გაიყიდა და ის იყიდა ძალიან ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა. ის სიცრუეები, რასაც სააკაშვილი ხატავს, კრემლის აგენტობა, ძალიან კარგად დაინახეს, რომ სიცრუეა”, – განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციის ლიდერმა ჟურნალისტებს.
შეხვედრა კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 6 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა შედგა და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც. აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი და სენატორი ლინდსი გრემი.