ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას არ გეგმავენ

24 ნოემბერი, 2016 • 1435
სომხეთში რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას არ გეგმავენ

“სომხეთი დაინტერესებულია რუსული ენის განვითარებით, მაგრამ არ გეგმავს მისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას”,- ამის შესახებ დღეს, 24 ნოემბერს, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლევონ მკრტჩიანმა განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა განსაკუთრებული დავალებების საკითხში, ელეონორა მიტროფანოვამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსული ენისთვის საკანონმდებლო სტატუსის მინიჭების საჭიროებაზე განაცხადა.

“მინდა, ყველამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროს, რომ სომხეთში სახელმწიფო ენა სომხურია. კანონი ენის შესახებ ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საყრდენია და შეცვლას არ ექვემდებარება. ნებისმიერ ჩინოვნიკს, მათ შორის უცხოელს, შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც მუშაობს და ჩვენ არ ვხედავთ მისი შეცვლის საფუძველს”, – განაცხადა მკრტჩიანმა.

მისივე თქმით, რუსული ენის განვითარებაში დაინტერესებული არიან. ამავე დროს, ინგლისურ ენას ანიჭებენ უპირტესობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი