ახალი ამბები

‘ქართულმა ოცნებამ’ დიპლომატებს საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა

6 სექტემბერი, 2012 •
‘ქართულმა ოცნებამ’  დიპლომატებს საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა

ჟურნალისტებთან კომენტარი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა გააკეთა:

 

„ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე და იმ ვითარებაზე, რომელიც  ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან მძიმე საარჩევნო გარემოა. საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა კი ზოგჯერ პროცესებს აჩერებს და გარკვეული შედეგები აქვს.“

 

სუბარის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წევრებს მათ მიაწოდეს ინფორმაცია პოლიტიკური ნიშნით დევნილების შესახებ:

 

„მათ შორის იმ ცხრა ადამიანის შესახებ, რომლებიც „ხრამჰესიდან“ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, იმის გამო, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ“.

 

სუბარის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აცნობეს, იმ ადამიანის შესახებაც, რომელიც მათ „ქართული ოცნების“ ოფისის მოძებნაში ეხმარებოდა ნინოწმინდაში:

 

„მელიქ რაისიანი ახლა ქვეყნიდან არის გაქცეული და სომხეთშია.“

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წევრებს  მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.      

მასალების გადაბეჭდვის წესი