ახალი ამბები

ომბუდსმენის რეკომენდაცია ბაჩო ახალაიას

6 სექტემბერი, 2012 •
ომბუდსმენის რეკომენდაცია ბაჩო ახალაიას

ასევე, შეისწავლოს უფლებადარღვევის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება: კერძოდ, განიხილოს იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებებითაც დაირღვა ზემოაღნიშნულ პატიმართა უფლებები.

 

2012 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს – გიორგი ჯიქიას, გიორგი ნაცვლიშვილს და ვახტანგ შაქარაშვილს, ასევე, გარდაბნის დმი-ში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს – კახაბერ მუმლაძეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში უხეშად ირღვევა მათი უფლებები.

 

გ.ჯიქიას, გ.ნაცვლიშვილისა და ვ.შაქარაშვილის  განმარტებით, #2 დმი-ში მათ არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებებით, კერძოდ, ვერ სარგებლობენ პაემნით, ტელეფონით,  გასეირნების უფლებით, არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შხაპი, იქონიონ ჰიგიენის ნივთები, ასევე, ჟურნალ-გაზეთები  და რელიგიური ლიტერატურა. 

 

კ.მუმლაძის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ის ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებებით,  გარდაბნის დმი-ს ადმინისტრაციამ არ მისცა საშუალება, განცხადებით მიემართა სახალხო დამცველისთვის. მან განაცხადა, რომ შიმშილობს და ამის გამო ითხოვდა სამედიცინო მეთვალყურეობას და ექიმს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მას არ დაუკმაყოფილდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი