დღეს, 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან” 13 წელი გავიდა. სწორედ 13 წლის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.
მანამდე ამ პროცესს წინ უსწრებდა რამდენიმეკვირიანი დემონსტრაციები თბილისსა და სხვა ქალაქებში. ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებდა 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც არჩევნების I და II ადგილებზე სახელისუფლებლო პოლიტიკური ბლოკები, შევარდნაძის ალიანსი საქართველოსთვის და ასლან აბაშიძის “აღორიძინება” გავიდნენ. დემონსტრაციები 4 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა.
21 ნოემბერს ოპოზიციამ მხარდამჭერების მობილიზაცია განახორციელა რეგიონებიდან თბილისში, ხოლო 22 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, ოპოზიციონერი დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ. შევარდნაძე იძულებული გახდა პარლამენტის შენობა დაეტოვებინა. 23 ნოემბერს საქართველოში ჩამოფრიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელიც როგორც ოპოზიციის ლიდერებს, ასევე შევარდნაძეს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ გადადგა შევარდნაძე.
გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტოს (ეპა) არქივზე დაყრდნობით. ფოტოებში ნაჩვენებია, როგორც ოპოზიციის იმდროინდელი ლიდერები და ოპოზიციის დემონსტრაციები, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქციის ფოტოები.

ოპოზიციის დემონსტრანტები თბილისში შეკრებას იწყებენ 4 ნოემბერს (2003 წელი). ისინი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი ხელახალ საპარლამენტო და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვენ © EPA/STR

5.11.2003. მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ოპოზიციის შეკრებაზე და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს © EPA

8.11.2003, აქცია თავისუფლების მოედანზე. კადრში ჩანან დემონსტრანტები გორიდან, მათ შორისაა მიშა ქარელი, რომელიც შემდგომში შიდა ქართლის გუბერნატორი გახდა © EPA/DAVID KHIZANISHVILI

ათასობით დემონსტრანტი შეკრებილია თბილისში ოპოზიციის აქციაზე. 2003 წლის 8 ნოემბერი © EPA/DAVID KHIZANISHVILI

14.11.2003. აქცია პარლამენტის წინ. კადრში ჩანან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ელენე თევდორაძე © EPA/EYE OF GEORGIA

16.11.2003 – ოპოზიცია აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით © EPA/SERGEI ILNITSKY

18.11.2003. აქცია თბილისში. კადრზე ჩანს ომარ მაღლაკელიძე, იგივე “ამერიკის დროშიანი ბაბუ”, რომელიც ენმ-ს მხარდასაჭერ აქციებში დღესაც მონაწილეობს © EPA/SERGEI ILNITSKY

19.11.2003. მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენცია. ოპოზიცია უარს ამბობს აღიაროს 2003 წლის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებული შედეგები. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა © EPA/SERGEI ILNITSKY

კონტრაქცია თბილისში. საქართველოს დედაქალაქში მოქალაქეები პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდასაჭერადაც შეიკრიბნენ. 2003 წლის 19 ნოემბერი © EPA/SERGEI ILNITSKY

კონტრაქცია თბილისში. საქართველოს დედაქალაქში მოქალაქეები პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდასაჭერადაც შეიკრიბნენ. 2003 წლის 18 ნოემბერი © EPA/SERGEI ILNITSKY

კონტრაქცია თბილისში. საქართველოს დედაქალაქში მოქალაქეები პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდასაჭერადაც შეიკრიბნენ. 2003 წლის 19 ნოემბერი EPA/SERGEI ILNITSKY

პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდასაჭერად გამართულ კონტრაქციაზე ცეკვავენ 2003 წლის 20 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ცესკომ განაცხადა, რომ არჩევნები ისევ მმართველმა გუნდმა მოიგო © EPA/SERGEI ILNITSKY

ედუარდ შევარდნაძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ლოცულობენ. 20 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ არჩევნები შევარდნაძესთან აფილირებულმა ორმა პოლიტიკურმა ბლოკმა მოიგო © EPA/SERGEI ILNITSKY

21 ნოემბერი თბილისის ცენტრში მიმდინარეობს აქცია. საარჩევნო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძისადმი ლოიალურად განწყობილმა ორმა ბლოკმა მოიგო არჩევნები © EPA/SERGEI ILNITSKY

2003 წლის 22 ნოემბერი. კადრში ჩანს ოპოზიციის აქციის მონაწილე. 22 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტზე შტურმი დაიწყო © EPA/SERGEI ILNITSKY

ოპოზიციის აქციების მონაწილეები ცეკვავენ თბილისში. აქციები ღამის განმავლობაშიც გრძელდებოდა EPA/SERGEI ILNITSKY

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ხელს ართმევს ოპოზიციის მხარდამჭერებს 23 ნოემბრის საღამოს. იგი თბილისში 23 ნოემბრის დილას ჩამოფრინდა და ოპოზიციის ლიდერებს, ასევე პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდა © EPA/SERGEI ILNITSKY

პრეზიდენტი შევარდნაძე. გადაღებულია მაშინ, როდესაც ის მთავრობის წევრებს ესაუბრება. 19.11.2003. © EPA/VASILY SHAPOSHNIKOV

2003 წლის 22 ნოემბერი. პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტში. მას დაცვა იცავს. ამ დროს იწყება ოპოზიციის შტურმი პარლამენტში © EPA/SAKINFORM

დემონსტრანტები იმყოფებიან პრეზიდენტის (მთავრობის) ადმინისტრაციასთან. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის კომპრომისებისთვის მზად იყო, მათ შორის ‘საპარლამენტო არჩევნებთან” დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ხვდება ვარდების რევოლუციის 3 ლიდერს. მოგვაინებით იგი ედუარდ შევარდნაძესაც შეხვდა. 2003 წლის 23 ნოემბერი. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა © EPA/SERGEI ILNITSKY

დემონსტრანტები ზეიმობენ შევარდნაძის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას 2003 წლის 23 ნოემბერს © EPA/SERGEI ILNITSKY

ზურაბ ჟვანია, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი მხარდამჭერებს გამრჯვებას ულოცავს © EPA/SERGEI ILNITSKY

დემონსტრანტები ზეიმობენ შევარდნაძის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას 2003 წლის 23 ნოემბერს © EPA/SERGEI ILNITSKY

დემონსტრანტები ზეიმობენ შევარდნაძის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას 2003 წლის 23 ნოემბერს © EPA/SERGEI ILNITSKY

დემონსტრანტები ზეიმობენ შევარდნაძის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას 2003 წლის 23 ნოემბერს © EPA/SERGEI ILNITSKY

დემონსტრანტები ზეიმობენ შევარდნაძის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას 2003 წლის 23 ნოემბერს © EPA/SERGEI ILNITSKY

ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დემონსტრანტებთან ერთად თბილისში 2003 წლის 23 ნოემბერი © EPA/SERGEI ILNITSKY

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის შენობაში გადაღებულია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო © EPA/SERGEI ILNITSKY

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი უზენაეს სასამართლოში აღნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით. 2003 წლის 25 ნოემბერი © EPA/SERGEI ILNITSKY

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე 2003 წლის რევოლუციის სიმბოლო ვარდთან ერთად 2003 წლის 25 ნოემბერს საპარლამენტო სხდომაზე © EPA/SERGEY DOLZHENKO

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე 2003 წლის რევოლუციის სიმბოლო ვარდთან ერთად. ბურჯანაძე 2003 წლის 25 ნოემბერს იღიმის და საპარლამენტო სხდომის დაწყებას ელის © EPA/SERGEY DOLZHENKO

მიხეილ სააკაშვილი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტების გამართულ პრესკონფერენციაზე 2003 წლის 26 ნოემბერი © EPA/SERGEY DOLZHENKO

![13 წელი ვარდების რევოლუციიდან – EPA-ს საარქივო ფოტოები [50+ ფოტო] 13 წელი ვარდების რევოლუციიდან – EPA-ს საარქივო ფოტოები [50+ ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/11/h_00089818.jpg)