ახალი ამბები

ივანიშვილი პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

5 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

“ჩვენ მოკლედ მოვახსენეთ დღევანდელი სიტუაცია, როგორია საარჩევნო პროცესი, დაწვრილებით საუბრის დრო არ იყო. და რაც მათ უფრო მეტად აინტერესებდათ, როგორი სტრატეგია გვაქვს ჩვენ, როგორც ყველაზე ძლიერ ოპოზიციას, რომელსაც რეალურად შეუძლია მოვიდეს ხელისუფლებაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, მან დაარწმუნა მინისტრები, რომ მისი საარჩევნო ბლოკის სტრატეგია ეფუძნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

“მათ გამონათქვამებში ეს იგრძნობოდა და რამდენჯერმე თქვეს ეს მინისტრებმა, რომ ისინი გააგრძელებენ ისევ საქართველოსთან ურთიერთობას, ისევე, როგორც ადრე, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში რეალურად ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები.

 

შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა-ამბასადორიალში მონაწილეობენ სტუმრის სტატუსით, თუმცა ვიზიტის ფარგლებში ბილდტი და შიკორსკი, ასევე, შეხვედრებს მართავენ საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი