ახალი ამბები

პარტიზანი მებაღეები: ჩვენზე ზეწოლა დაიწყო

13 მარტი, 2014 •
პარტიზანი მებაღეები: ჩვენზე ზეწოლა დაიწყო

პარტიზანი მებაღეები ამ ფაქტს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებენ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება

 

გარდა ამისა, ფერაძის ცნობით, ერთი მწვანე პარტიზანი ნატახტარში გაიტაცა იმ მხარემ, რომელსაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სურს:

 

“იქ იყვნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, იყო მუქარები, ფულის შეთავაზება, რომ მაგათ ისედაც 20 დღეში დაარბევენ და შენ გაეცალე მაგ აქციებსო და ასე შემდეგ. მოკლედ, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების სცენარი იყო”, – აცხადებს ფერაძე.

 

მისივე თქმით, დაზარალებული მწვანე აქტივისტები ამ დროისთვის საკუთარი ვინაობის გასაჯაროებისაგან თავს იკავებენ:

 

“ვითხოვთ სახალხო დამცველისგან, საზოგადოებისგან, დიპ. კორპუსისგან, ყველა შესაძლო პირისგან მხარდაჭერას და… დაცვას. ჩვენ უკან არ დავიხევთ”, – აცხადებენ პარტიზანი მებაღეები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი