ახალი ამბები

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური პროცესების მზარდი პოლარიზაციით

4 სექტემბერი, 2012 • • 981
ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური პროცესების მზარდი პოლარიზაციით

“ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირს აქვს მაღალი მოლოდინი საქართველოს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და იქნება ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების ხარისხისა და ინტენსივობის განმსაზღვრელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისარი მოუწოდებს ორივე მხარეს (ოპოზიციას და ხელისუფლებას) შექმნან მშვიდობიანი, კონკურენტული საარჩევნო გარემო და ასევე ჯანსაღი მედია გარემო.

“ჩვენ მოვუწოდებთ ორივეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას უზრუნველყონ მშვიდობიანი, კონკურენტული საარჩევნო გარემო და ასევე ჯანსაღი მედია გარემო. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მზარდი პოლარიზაციითა და დაძაბულობით  – არჩევნები უნდა იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების გამომხატველი.

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ორივეს, მთავრობასა და ოპოზიციას, რათა უზრუნველყონ სათანადო ქცევა და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობა. საარჩევნო კანონი უნდა იყოს სანდო და ის უნდა იქნას გამოყენებული ისე, რომ შეინარჩუნოს ნდობა სამართლიანი საარჩევნო პროცესისა და კანონის უზენაესობის კუთხით.

პარტიებმა და კანდიდატებმა უნდა შეუწყონ მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას ხელი. აუცილებელია, დაცული იქნას საარჩევნო კანონმდებლობა და ისე იყოს გამოყენებული, რომ ხელი შეუწყოს ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი.

ყველა პარტიამ და კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი და პასუხისმგებლიანი გარემო არჩევნებისთვის, თავი შეიკავონ გამომწვევი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც უფრო მეტად დაძაბავს ისედაც დაძაბულ გარემო ვითარებას. დემოკრატიის შექმნას სჭირდება პასუხისმგებელი პოლიტიკური შეხედულებების მქონე აქტორები”, – ნათქვმია ეშტონისა და ფულეს ერთობლივ განცხდებაში.  

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას.

“ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და გამოვხატოთ ევროკავშირის ნება, რომ რჩება მტკიცედ ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირის და ჩვენ გვსურს უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ძალიან დინამიკური ურთიერთობები; ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები,
მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ცოტა ხნის წინ დაწყებული სავიზო დიალოგი საქართველოსთან, ხასიათდება კარგი პროგრესით.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, შევინარჩუნოთ ტემპი თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომავალ წელს დასრულების მიზნით.  ასევე ჩვენი მიზანია, განვიხილოთ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკვშირებული საკითხები წლის ბოლომდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი