ნეტგაზეთი | აბესაძე: სამთავრობო გუნდი ვერ ამჩნევს გასული 4 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს აბესაძე: სამთავრობო გუნდი ვერ ამჩნევს გასული 4 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს – Netgazeti
RU | GE  

აბესაძე: სამთავრობო გუნდი ვერ ამჩნევს გასული 4 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი აბესაძე მთავრობის ახალი გუნდის წარდგინებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ვერ აცნობიერებენ, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს.

“ძალიან სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მისი სამთავრობო გუნდი ვერ ამჩნევს გასული ოთხი წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს. ვერ ხედავს, რა უჭირთ ადამიანებს, ვერ ხედავს, რა პრობლემები არის ქუჩაში და რა პრობლემებს უმკლავდებიან ქართული ოჯახები ყოველდღიურად. ამის დადასტურებაა, რომ თითქმის იგივე ადამიანები, მათ შორის, ახალი სახეები, რომლებიც მანამდე სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდნენ, გვევლინებიან ახალი მთავრობის წევრებად, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ვერ ხედავ პრობლემას, შესაბამისად, ვერ გადაჭრი მათ. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწევს იმავე პრობლემებით ცხოვრება. იმედია, ეს კიდევ უფრო მეტად არ გართულდება, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძე ასევე გამოეხმაურა ვიქტორ დოლიძის წარდგინებას საქართველოს მთავრობაში.

“თქვენ თვლით, რომ ვიქტორ დოლიძე როდესმე გახდა ოპოზიციის წარმომადგენელი? მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური თამაშები, ეს იყო მოტყუება საკუთარი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის, შესაბამისად, ეს შეაფასოს მისმა ამომრჩეველმა”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.