ახალი ამბები

სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა

3 სექტემბერი, 2012 •
სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, 2012 წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა, რაც შერშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია.

 

“მასწავლებლებს აპელაციის შედეგების ნახვა საკუთარი 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდით გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ვებგვერდებზე შეეძლებათwww.naec.gewww.tpdc.ge.

 

მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ. ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება. მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  ჩააბარებენ,”- აცხადებენ სამინისტროში.

 

როგორ სამინისტროში ამბობენ, სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სერტიფიცირების შედეგად კი, პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება.

 

“გარდა ამისა, კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი