ახალი ამბები

არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს

2 სექტემბერი, 2012 •
არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს

ცესკოში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენის პროცესი დასრულდა, შესაბამისად, ცესკოს მონაცემით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს.

 

ესენი არიან: „სამართლიანი საქართველოსთვის,” „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”, „ჩვენი ქვეყანა,” პ/გ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი,’’ პ/გ „ახალი მემარჯვენეები,” „მერაბ კოსტავას საზოგადოება,”  „მომავალი საქართველო,” „საქართველოს მშრომელთა საბჭო,” „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება,” ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ”კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო,” ”სახალხო მოძრაობა,” ”გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება,” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს,” ”შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, ”სახალხო პარტია” და ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი