ახალი ამბები

ცესკო–ს ყოფილი თავმჯდომარე ‘ნაცმოძრაობის’ საარჩევნო სიაში

1 სექტემბერი, 2012 •
ცესკო–ს ყოფილი თავმჯდომარე ‘ნაცმოძრაობის’ საარჩევნო სიაში

ლევან თარხნიშვილი/ ფოტო: რადიო თავისუფლება
ლევან თარხნიშვილი/ ფოტო: რადიო თავისუფლება

ლევან თარხნიშვილი 2007 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა აირჩია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2010 წლის იანვრამდე დარჩა.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები;
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები და 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები.

ოპოზიციამ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ლევან თარხნიშვილს გამყალბებელი უწოდა.

 

2008 წლის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი ოპოზიციონერი ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციური კოალიციის სხვა ლიდერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდნენ და ლევან თარხნიშვილის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ მათი განცხადებით, მან არჩევნების შედეგები გააყალბა.

”შენ გააყალბე არჩევნები, აყალბებ და შენ ხარ დამნაშავე მთელი ქართველი ხალხის წინაშე და ამის გამო შენ დაისჯები – ამ სიტყვას მე გეუბნები,”- განუცხადა  გაჩეჩილაძემ ცესკოს თავმჯდომარეს 2008 წლის 8 იანვარს. თუმცა, თარხნიშვილს თანამდებობა მაშინ არ დაუტოვებია.

2009 წელს თარხნიშვილს არჩევნების გაყალბების მოტივით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ის 2010 წლის იანვრამდე დარჩა ცესკო–ს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ლევან თარხნიშვილი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ –პროფესორია.


მასალების გადაბეჭდვის წესი