ახალი ამბები

‘ნაცმოძრაობის’ 155–წევრიან საარჩევნო სიაში მხოლოდ 16 ქალია

1 სექტემბერი, 2012 • • 1428
‘ნაცმოძრაობის’ 155–წევრიან საარჩევნო სიაში მხოლოდ 16 ქალია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში შეყვანილი 155 ადამიანიდან, მხოლოდ 16 მათგანია ქალი, მათ შორის კი არ არის მოქმედი პარლამენტარი და “ცენტრ პოინტის” ერთ–ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი. ჯერჯერობით, უცნობია, რატომ არ მონაწილეობს ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნიო სია ცესკოში დღეს, 1 აგვისტოს წარადგინა. სიაში მე–4 ნომრად წერია უმუშევარი თინათინ ბოკუჩავა; მე–6 – მოქმედი პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი; მე–10 – სტუდენტთა დასაქმების სპიკერი მარიამ საჯაია; მე–16 – ირმა ნადირაშვილი, ყოფილი ჟურნალისტი და პრეზიდენტის ადმინსიტრაციის თანამშრომელი; 25–ე – მოქმედი პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი; 36–ე – მოქმედი პარლამენტარი ეკატერინე ხერხეულიძე; 39–ე – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი სამირა
 ისმაილოვა;   42–ე – კოკაია მერი, პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი; 43–ე  – მოქმედი პარლამენტარი ხათუნა ოჩიაური; 44–ე – ასევე პარლამენტარი ელენე ჯავახაძე; 45–ე – ქეთევან მჭედლიძე, პარლამენტის აპარატის უფროსი სპეციალისტი; 75–ე – მოქმედი პარლამენტარი გურანდა ჯაბუა; 89–ე – მარიკა ვერულაშვილი, ასევე პარლამენტარი; 101–ე –დუშეთის გამგებლის მოადგილე ნინო ხუციშვილი; 145–ე – “ნაცმოძრაობის” წევრი მანონი ურუშაძე და სიაში ბოლო ქალი –148–ე ნომერი, თბილისის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო ნიკოლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი