ნეტგაზეთი | ტელეჟურნალისტების კონფერენცია ლოპოტაზე პრეზიდენტის ფონდმა 23 ათასი ლარით დააფინანსა ტელეჟურნალისტების კონფერენცია ლოპოტაზე პრეზიდენტის ფონდმა 23 ათასი ლარით დააფინანსა – Netgazeti
RU | GE  

ტელეჟურნალისტების კონფერენცია ლოპოტაზე პრეზიდენტის ფონდმა 23 ათასი ლარით დააფინანსა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 12-13 ნოემბერს ტელეჟურნალისტებითვის კონფერენცია გაიმართა “ლოპოტა სპა რეზორტში”, რომლისთვისაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 23 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს.

ორდღიან კონფერენციას, თემაზე – “თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული განვითარება და პოლიტიკური რეალობა – პერსპექტივები და გამოწვევები” 22 ჟურნალისტი დაესწრო.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ნეტგაზეთს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ კონფერენციის ორგანიზატორი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პირადად თვითონ იყო.

“სპიკერები იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, კოტე ჩოკორაია, დავით ჯანდიერი. ასევე, პრეზიდენტის მრჩევლები: ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი,”- განუცხადა მან ნეტგაზეთს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ტელევიზიებში დასაქმებული ჟურნალისტები.

პრეზიდენტის განკარგულება

პრეზიდენტის განკარგულება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი