“ეს არ იყო მნიშნელოვანი და დღესაც არ მინდა ეს აქცენტი გავაკეთო. უბრალოდ, მე გულისტკივილი გამოვხატე, რომ ჩვენი გუნდის წევრები მათ ძალიან კარგად იცნობდნენ, მეგობრობდნენ მათთან. მათ ჰქონდათ განწყობა გადმოსვლისაც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ისინი საქართველოს მოქალაქეეები არიან და მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და სამძიმარს გამოვუცხადებ მათ ოჯახებს და მთელ ქვეყანას, რომ ჩვნ კიდევ ერთჯერ განვიცადეთ დიდი ტკივილი და დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცაღა ეს ასე იყო”.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას 29 აგვსიტოს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის 5 თანამშრომელი. დაღუპულები არიან: სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე, სპეცრაზმელები –ვლადიმერ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური.
ივანიშვილმა გუშინ განაცხადა: “დაღუპული სპეცრაზმელებიდან ორი ჩვენი მხარდამჭერი იყო. წიკლაური და ჩოხელი ჩემი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ”.







