ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პარტიულ სიაში, რომელიც დღეს, 31 აგვისტოს დასახელდა პარტიის მიერ, არ არიან ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია.
ისინი ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატები არიან გლდანის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში.
როგორც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაბის წევრებმა განმარტეს, ისინი მთლიანად ჩართული იქნებიან კანდიდატებად მუშაობის პროცესში და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.
ამასთან, ირკვევა, რომ ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტის დეპუტატია, არც პარტიულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ იქნება.
“ვინაიდან ახალი პარლამენტი ქუთაისში გადადის, თბილისის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ოფისს მთლიანად ნიკა ლალიაშვილი უხელმძღვანელებს,”- განმარტავენ პარტიაში.
რაც შეეხება, პარტიულ სიას, რომელიც ქდმ-მ დღეს დაასახელა, პარტიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება, მეორე ნომრად ლევან ვეფხვაძე, მესამე – გიორგი ახვლედიანი, მეოთხე – მაგდა ანიკაშვილი, მეხუთე – პაატა დავითაია და ა.შ დასახელდნენ.
ქდმ-მ ასევე დაასახელა დიდუბისა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ესენი იქნებიან მომღერალი ზურაბ ხაჩიძე და ნოდარ სარჯველაძე.