ახალი ამბები

Independent: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამოკითხვაში ლე პენი ლიდერობს

20 ნოემბერი, 2016 • 1940
Independent: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამოკითხვაში ლე პენი ლიდერობს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელიც Ipsos-მა ჩაატარა, ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Independent ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვაში ლე პენს 29-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და მის შესაძლო მეტოქეს (რესპუბლიკელებიდან) ნიკოლა სარკოზის 15%-ით უსწრებს.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლე პენი 17.9 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა და ჩამორჩა სარკოზისა (27.18%) და გამარჯვებულ ფრანსუა ოლანდს (28.63%). თუ რომელიმე კანდიდატი პირველ ტურში ხმების 50%-ის მოგროვებას ვერ ახერხებს, ინიშნება მეორე ტური ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი