ახალი ამბები

Reuters: ერდოღანი EU-ს ნაცვლად თურქეთის შანხაის ბლოკში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრობს

20 ნოემბერი, 2016 • 1201
Reuters: ერდოღანი EU-ს ნაცვლად თურქეთის შანხაის ბლოკში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრობს

როიტერის ინფორმაციით,  რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, თურქეთს არ სჭირდება “ნებისმიერ ფასად” ევროკავშირში გაწევრიანება და სანაცვლოდ, შესაძლოა, შანხაის უსაფრთხოების ბლოკის წევრი გახდეს, რომელშიც რუსეთი, ჩინეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ერთიანდებიან.

“რატომ არ უნდა გაწევრიანდეს თურქეთი შანხაის ხუთეულში?! მე ამის შესახებ ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაიევს”, – წერს როიტერი თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

ჩინეთმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2000-იან წლებში დააფუძნეს.  როიტერის ცნობით, ბლოკის მიზანი “რადიკალური ისლამისა” და ნარკოტრაფიკის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაა. თურქეთი ამ გაერთიანების დიალოგ-პარტნიორია. ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცედურებს გადიან ინდოეთი და პაკისტანი.

ასა

მასალების გადაბეჭდვის წესი