ახალი ამბები

ნარკოტესტირება პირდაპირ ეთერში სიგარეტის მოწევის შემდეგ

19 ნოემბერი, 2016 • 1556
ნარკოტესტირება პირდაპირ ეთერში სიგარეტის მოწევის შემდეგ

18 ნოემბერს ტელეკომპანია “თრიალეთის” ტოკშოუ “განსხვავებული აზრის” პირდაპირ ეთერში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე დებატებისას მოქალაქე ლექსო ვალიაურმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. ამის გამო შსს-მ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რათა გაერკვია, მოწია თუ არა მარიხუანა ვალიაურმა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-დან აცნობეს, დღეს, 19 ნოემბერს ვალიაურს ნარკოტესტირება ჩაუტარდა, – “მან ნებაყოფლობით გაიარა ნარკოშემოწმება, რის შედეგადაც არ დადასტურდა, რომ მას მარიხუანა ჰქონდა მოწეული”, – გვითხრეს შსს-ში.

“თრიალეთის” ვებგვერდის ცნობით, გადაცემის დასრულების შემდეგ ვალიაურმა განცხადა, რომ მარიხუანა საერთოდ არ აქვს გასინჯული და აღნიშნული ქმედებით სოლიდარობა გამოხატა მათ მიმართ, ვინც, მისი შეფასებით, “უგუნური ნარკოპოლიტიკის შედეგად ათეულობით წელს ატარებს საპატიმროში” და “ასეთ ნარკოპოლიტიკას ეწირება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი