“ჩვენთან თბილისში მოვიდა არანკლებ 200 ათასი მხარდამჭერი. მმართველი პარტია სპორტის სასახლეში აპირებს გამართოს ყრილობა. სპორტის სასახლეში 10 ათასი ადამიანი ეტევა მაქსიმუმ და როგორ წარმოგიდგენიათ ეს. ჩვენს აქციაზე ხომ გახსოვთ, რამდენი მხარდამჭერი იყო”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მსგავსი აქციების გამართვას კოალიცია საჭიროების შემთხვევაში არჩევნების შემდეგ აპირებს.
“ჩვენ ვაპირებდით ზუსტად ასეთ აქციებს, რომ არჩევნების შემდგომ გვეჩვენებინა, თუ რაიმე საჭიროება დადგებოდა. თუმცა, მე მგონი, არ დაგვჭირდება ასეთი აქციების გამართვა. მე დიდი იმედი მაქვს იმის, რომ მოვახერხებთ და არჩევნებს ისე ჩავათავებთ, რომ პირველშივე მივიღებთ შედეგებს. რასაც ესენი (ნაციონალური მოძრაობა) რეგიონებში აპირებენ, ამას ვგეგმავთ ჩვენ რამდენიმე თვეა”, – განაცხადა ივნიშვილმა.