ახალი ამბები

მკვლელობა ყაზანში, წარწერით – ‘Free Pussy Riot’

30 აგვისტო, 2012 •
მკვლელობა ყაზანში, წარწერით – ‘Free Pussy Riot’

მოკლულია 76 წლის ქალბატონი და მისი 38 წლის ქალიშვილი, გვამების გვერდით წარწერა კი სავარაუდოდ სისხლითაა გაკეთებული.

რუსული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი ეტყობათ:

“სავარაუდოდ, მკვლელობა 24–26 აგვისტოს პერიოდშია მომხდარი, ქალბატონების გარდაცვალების მიზეზი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები გახდა”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი