ახალი ამბები

“გილოცავთ მონების დღეს” – აქცია თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტების მხარდასაჭერად

18 ნოემბერი, 2016 • 3165
“გილოცავთ მონების დღეს” – აქცია თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტების მხარდასაჭერად

18 ნოემბერს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და აზერბაიჯანში დაკავებული აქტივისტების, გიას იბრაჰიმოვისა და ბაირამ მამადოვის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს.

“ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ გიას იბრაჰიმოვის და ბაირამ მამადოვის პრინციპულ მოქმედებს, რამაც გააღიზიანა აზერბაიჯანში სახელისუფლებო ავტორიტეტები. გამოვხატავთ სოლიდარობას მათ მიმართ და მოვითხოვთ, აღსრულდეს სამართალი და გაათავისუფლონ დაკავებულები”, – თქვა “ავტონომიური კოლექტივის” აქტივისტმა დღევანდელ აქციაზე.

აქტივისტი გიას იბრაგიმოვი და მოძრაობა nida-ს წევრი, ბაირამ მამედოვი ბაქოში 2016 წლის 10 მაისს ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბაქოში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტი დატოვეს, – “Qul bayramınız mübarək!” (გილოცავთ მონების დღეს!] და “Fuck the system!”. ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტი 10 მაისს, ყვავილების დღესასწაულზე გაჩნდა, რომელიც ყოველ წელს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეზე აღინიშნება. წარწერები პოლიციამ მალევე წაშალა და ძეგლთან მორიგეობა დააწესა.

აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“გილოცავთ მონების დღეს”, – სწორეს ეს დააწერა აზეირბაიჯანელმა აქტივისტმა ჰეიდარ ალიევის ძეგლს. ფოტოზე: აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

22 წლის აზერბაიჯანელ აქტივისტს, გიას იბრაგიმოვს, ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით, ბაქოს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა აქტივისტისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

“ჰეიდარ ალიევის პერსონა კულტად აქცია მთავრობამ, რომელსაც სათავეში უდგას მისი შვილი ილჰამ ალიევი. სწორედ ამიტომ დააკავეს აქტივისტები. მხოლოდ ხულიგნობის მუხლით გასამართლებისგან თავის არიდების მიზნით პოლიციამ მათ ჩაუდო ნარკოტიკული საშუალებები”, – წერს აქციის ორგანიზატორი ჯგუფი, “ავტონომიური კოლექტივი” ფეისბუკის გვერდზე.

“დღეს აზერბაიჯანში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია. იბრაჰიმოვმა და მამადოვმაც, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინეს. ყოველწლიურად აზერბაიჯანში ყვავილების დღესასწაულისთვის მილიონებს ხარჯავენ ყვავილების საყიდლად, როდესაც ხალხის უმრავლესობა შიმშილობს. ამ ახალგაზრდებმა რევოლუცია მოაწყვეს – ალიევის ძეგლზე “ყვავილების დღის” მილოცვის ნაცვლად დაწერეს, “მონების დღეს გილოცავთ”, და სწორედ ამისთვის ჩაუდეს მათ ნარკოტიკები. თუკი ნამდვილ დამნაშავეებს 2-3 წელს უსჯიან, ამ ახალგაზრდებს 10 წელი მიუსაჯეს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვიდაძი ისკანდეროვი.

აქტივისტები თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქტივისტები თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ბაირამ მამედოვი და გიას იბრაგიმოვი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty İnternational-მა ისინი “სინდისის პატიმრებად” ცნო.

აქციას შეუერთდნენ სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115″-ის წევრებიც: “გვინდოდა, მათთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა იმიტომ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, სადაა დაჭერილი აქტივისტი, ყველა შემთხვევაში, ჩაგრულთა მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მოვედით დღეს სოლიდარობისათვის. არ შეიძლება აქტივიზმის გამო ადამიანები იდევნებოდნენ და იჩაგრებოდნენ”, – ამბობს ნუცა ბასილაშვილი, აუდიტორია 115-ის წევრი.

აქციაზე იმყოფებოდა ირაკლი კიკილაშვილი “ვეგან ჯორჯიიდან”: “ვაპროტესტებთ კონკრეტულად მათ დაკავებასაც და ასევე, იმ რეპრესიულ სისტემას, რომელიც ასე ექცევა აქტივისტებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ვეგანაქტივისტმა.

აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერ აქციაზე. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"გილოცავთ მონების დღეს" - სწორედ ეს წარწერა დატოვა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა ჰეიდარ ალიევის ძეგლზე. ფოტოზე: აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერად. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“გილოცავთ მონების დღეს” – სწორედ ეს წარწერა დატოვა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა ჰეიდარ ალიევის ძეგლზე. ფოტოზე: აქცია თბილისში აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტების მხარდასაჭერად. 18.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი