მანამდე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
ჯერჯერობით უცნობია, რას შეეხება ივანიშვილის საგანგებო განცხადება, თუმცა მან რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ აპირებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერებას.







