ახალი ამბები

ენმ-ის ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია იქნება

18 ნოემბერი, 2016 • 1294
ენმ-ის ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია იქნება

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ორი ფრაქციის შექმნას გეგმავს, რომელთაგან ერთის თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება, ხოლო მეორის – ელენე ხოშტარია.

“ჩვენი მიზანი იქნება, ხელისუფლების მაქსიმალურ დისკომფორტში ჩაყენება, რათა მათ არ ჰქონდეთ იოლი გასეირნება პარლამენტში და ისეთი კანონები მიიღონ, რომელიც რეალურად სჭირდება ქვეყანასა და მოსახლეობას. ეს ხელისუფლება და “ქართული ოცნების” ეს საპარლამენტო შემადგენლობა არ იქნება ხალხის ინტერესების წარმომადგენელი და მოსახლეობას აუცილებლად დასჭირდება ისეთი დეპუტატები, რომლებიც რეალურ პრობლემებზე ისაუბრებენ,” – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დღეს, 18 ნოემბერს  მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის შენობაში უკვე იკრიბებიან დეპუტატები. ხოლო შენობასთან აქტივისტთა ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული კავშირის  აქცია „აწარმოე რეალური პოლიტიკა“ მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი