ახალი ამბები

რუსთავი 2 -ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები

29 აგვისტო, 2012 •
რუსთავი 2 -ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები

“საქართველო-რუსეთის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, გადმოვიდა დივერსანტთა ჯგუფი, რომელმაც, 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მთელი ღამე მიმდინარეობდა ინტენსიური სროლა. შსს ძალების მიერ კდიევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. ამ წუთებში მიმდინარ ოპერაცია სწორედ მესამე მძევალთა ჯგუფის გათავისუფლების ოპერაციას უკავშირდება. საუბარია 2-3– კაციან მძევალთა ჯგუფებზე. კურიერის ინფორმაციით, ერთ-ერთი დივერსანტი ადგილზე ლიკვიდირებული იყო. სავარაუდოდ, არიან დაჭრილები და დაშავებულებიც,”- ნათქვამია რუსთავი 2 ის ინფორმაციაში.  

 

ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდა ინფორმაციას  ინტერნეტგამოცემა http://frontnews.ge

 

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლაფანყურის ტყეში, რომელიც დაღესტნის საზღვართან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თევზაობის შემდეგ საქეიფოდ წასულ 5 პიროვნებას სიგარეტი გამოელია, რისთვისაც 2 მათგანი მანქანით თამბაქოს საყიდლად წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ საძებნელად დანარჩენი მეგობრებიც წავიდნენ, თუმცა მათ მხოლოდ მიტოვებული მანქანის პოვნა შეძლეს. ამის შემდეგ კი დარჩენილი 3 პიროვნებაც დაიკარგა.
 
როგორც ერთ-ერთმა გატაცებულმა  „Front News”- ის წყაროს განუცხადა, ისინი გამოსასყიდის მიზნით, ლეკებმა გაიტაცეს და 2 დღის მანძილზე ტყეში ფეხით ატარეს. ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. უწყების თანამშრომლებმა ახალგაზრდების კვალს რამდენიმე საათის წინ მიაგნეს. ამჟამად 5–ვე მამაკაცი დაკითხვაზე იმყოფება, თუმცა კონკრეტულად სად მიმდინარეობს დაკითხვის პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. გამტაცებლები საქართველოს პოლიციამ უკვე დააკავა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი