მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თელავში გარდაცვლილი სანდრო როსულაშვილი, რომელმაც თავი მოიკლა, პოლიციელი იყო, შინაგანა საქმეთა საქმინისტროში უარყოფენ.
“ის იყო ყოფილი სამხედრო პირი და არავითარი კავშირი არ აქვს საქრთველო-რუსეთის საზღვართან მომხდართან,”- ამბობს შსს-ს პრესამსახურის უფროსი, სალომე მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფირმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.
“შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამ დროისთვის შსს-ში არ ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დევნის ოპერაციის მიმდინარეობის ადგილზე პოლიციის კიდევ ერთი კოლონა შევიდა, რომელსაც შს მინისტრი ბაჩო ახალაია ახლდა.